მისი თქმით, ის ამას ყველა იმ ადამიანისთვის აკეთებს, რომლებიც მახინჯი სისტემისგან დაიჩაგრნენ.
“ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში. დღეს ვხედავ როგორ მექცევა თუნდაც პარლამენტი და ყველა სახელისუფლებო ორგანო. ამის გამო გადავწყვიტე, ხომ არ იქნებოდა ჩემი სამართლიანობის მისაღწევად უკეთესი, რომ ვიყო მაჟორიტარი. ამას ვაკეთებ არამარტო ჩემი გულისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უსამართლოდ დაიჩაგრნენ მახინჯი სისტემისაგან. მხედველობაში მყავს მახინჯი სასამართლო, მახინჯი პროკურატურა და მახინჯი პარლამენტი.” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.