“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა TV “პირველზე” – ასე მიმართა მაყურებელს ვახო სანაიამ. მისი თქმით არხთან თანამშრომლობის რესურსი ამოწურულია.
“თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს, ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.” – განაცხადა ვახო სანაიამ.
ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, წასვლის მიზეზი TV “პირველში” მიმდინარე პროცესებია.
“მიზეზი არხის განვითასრების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV “პირველზე” ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით” – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.