შეზღუდვა 10 პირზე მეტის შეკრების აკრძალვას გულისხმობს და დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრება ადგილზე მყოფ ყველა პირს.
“საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.