მისი თქმით ველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს.
“2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
დღესაც ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღესაც ეპიდემია ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იმავე ხარისხის ერთსულოვნება, იმავე ხარისხის ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.
ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს, რომ ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.